“ტოტენჰემი”-“ლივერპულის” დაპირისპირების წინ, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა “დეზების” გასახდელს ეწვია.
დიეგო განსაკუთრებული სტუმრის რანგში ესწრებოდა “უემბლიზე” გამართულ მატჩს (“ტოტენჰემი” – “ლივერპულის” დაპირისპირებას გულშემატკივართა რეკორდული რაოდენობა დაესწრო). “ჰოტსპურსის” გასახდელში მარადონა მარუსიო პოჩეტინოს, ჰუგო ლორისს და ჰარი კეინს გაესაუბრა.
მარადონამ ჰარი კეინს კარში დარტყმების ტაქტიკის შეცვლისკენ მოუწოდა. მოგეხსენებათ, ამ მატჩში “ტოტენჰემის” ფორვარდმა ორი გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს.
“ყოველთვის მეკარისაგან ახლო კუთხეში ურტყამ. გირჩევ, ტაქტიკა შეცვალო. იცი რატომ? მეკარეები ყოველთვის გიყურებენ და თვალს ადევნებენ შენს დარტყმებს. მომავალში ეცადე მეკარისაგან შორეულ კუთხეშიც დაარტყა.”