LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტაც და მალე დაიწყება უკრაინული არმიის ძალიან დიდი და უკვე გადამწყვეტი მესამე დიდი კონტრშეტევა…“ – რას წერს ფრონტის ხაზიდან ვანო ნადირაძე

144
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

„ცოტაც და მალე დაიწყება უკრაინული არმიის ძალიან დიდი და უკვე გადამწყვეტი მესამე დიდი კონტრშეტევა,“ – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო ვანო ნადირაძე წერს.

როგორც ნადირაძე აღნიშნავს, ორი დიდი ქალაქის – სამხრეთით მელიტოპოლის და ჩრდილოეთით სტარაბელსკის გათავისუფლებაა ახლა მნიშვნელოვანი.

„დღეის მდგომარეობით, მძიმე მდგომარეობა შენარჩუნებულია ბახმუტის ჩრდილოეთით და თავად ქალაქში. მტერმა გააძლიერა ზეწოლა ავდიივკასა და მარინკაზე. მარინკაზე ცალკე აღვნიშნავ უკვე ერთი წელია დასახლების ცენტშიც კი ვერ მაგრდებიან ორკები. მტრის თავდასხმებში მძიმე ტექნიკის გამოყენების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ეს არ არის ის შედეგები, რასაც რაშისტების მეთაურობა ელოდებოდა და რასაც უნდა დებდეს ის ძალიან დიდი რაოდენობით მოყრილი ორკები.ჩემი შეფასება ასეთია: იფიტებიან, უკვე ველოდები ძალიან დიდ დემორალიზაციას, რისი ნიშნებიც უკვე სახეზეა, მე ვგულისხმობ ვაგნერის შეფის პრიგოჟინის და რაშისტების გენშტაბის დაპირისპირება, რაც თავის თავად მათ პირად შემადგენოლბაზეც აისახება.

ცოტაც და მალე დაიწყება უკრაინული არმიის ძალიან დიდი და უკვე გადამწყვეტი მესამე დიდი კონტრშეტევა, რომელიც საბოლოოდ გადატეხს წელში რაშისტების არმიის ბრძოლის უნარიანობას. ჩემთვის განსაკუთრებით ორი დიდი ქალაქის გათავისუფლება სამხრეთით მელიტოპოლი და ჩრდილოეთით სტარაბელსკი მნიშვნელოვანი, ეს კი იქნება ომის დასრულების დასაწყისი.
დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს,“ – წერს ვანო ნადირაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები