LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტნე ანანიძე: „ოპოზიციის პროტესტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, რადიკალიზაციის, პოლარიზაციისა და ანტიევროპულობის მკვეთრი გამოხატულებაა“

150
ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება.

„ოპოზიციის პროტესტი, ჯერ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის და ახლა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტებთან დაკავშირებით, რადიკალიზაციის, პოლარიზაციისა და ანტიევროპულობის მკვეთრი გამოხატულებაა.“ – წერს ცოტნე ანანიძე.

ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ გადადო საქართველოში 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი. ინფორმაციას თავად პია კაუმა ავრცელებს პლატფორმა X-ზე და წერს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა, „მოუსმინოს ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g