„ძალადობის წინააღმდეგი ვარ – თვითონ [ბიძინა ივანიშვილს] ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები და დამერწმუნეთ ამაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, საპროტესტო აქციების დროს განხორციელებული ძალადობების შესახებ:
„მინახავს [კადრები], თავისთავად ვგმობ ძალადობას და ვარ ძალადობის წინააღმდეგი… კარგი, რა რუსული პოლიტიკა… ნახეთ, როგორი თემა არის: ჯერ ერთი, რუსულ პოლიტიკაზე საუბარი უკვე სასაცილო გახდა, ჩემი აზრით…“- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
რაც შეეხება ქუჩაში პროტესტისთვის გასულ ხალხს, როგორც ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, „ყველას თავის აზრი აქვს“
„ყველას თავისი აზრი აქვს, დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენი აზრები, ამ შემთხვევაში განსხვავებული იქნება. დანარჩენს რაც შეეხება, ამას განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები“, -განაცხადა ივანიშვილმა.
ცოტნე ივანიშვილმა ასევე ისაუბრა, აქციაზე დაშავებულთა შესახებ:
ცოტნე ივანიშვილი: მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ მშობლებს, გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე ტრადიციების შენარჩუნებით
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ ტოლერანტობა პროპაგანდისგან“
„მე, თავისთავად, ძალიან თანავუგრძნობ მათ და გული მტკივა, როდესაც ვხედავ ძალადობრივ კადრებს. აქ მოვედი, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, იმისთვის, რომ გამოვხატო ჩემი აზრი ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით და რა შეკითხვებზე მესაუბრებით, მათ განაპირობებს სასამართლო.
მე რატომ უნდა გამოვხატო მასზე აზრი? ძალადობაზე უკვე გითხარით, რომ ვგმობ, ძალიან ვწუხვარ და თანავუგრძნობ, მაგრამ ამ ყველაფერს განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები. მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა, არ მიმაჩნია რელევანტურად, რომ მე გიპასუხოთ ასეთ შეკითხვებზე. ჩემი აზრი უკვე გითხარით, რომ ვგმობ ძალადობას.
თვითონ [ბიძინა ივანიშვილს] ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობის და თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები და დამერწმუნეთ ამაში. ამის შემდეგ, როგორც უკვე გითხარით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი და ამ ყველაფერს განაპირობებენ შესაბამისი სტრუქტურები“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
მან უპასუხა მოსალოდნელ სანქციებზე დასმულ კითხვასაც:
„საკმაოდ სიმპტომატურად მიმაჩნია, რომ არ მოგატყუოთ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს სანქციებზე მეკითხებით. კარგი რა, კომიკური გახდა უკვე, ასეთი სტილის შეკითხვები. არანაირად არ მეშინია… კარგით, რა ვის სჯერა მაგის?.. დავასრულოთ, ეს შეკითხვები კიდევ, საკმაოდ სიმპტომატური მგონია, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს ასეთი ფორსირებით ასეთ თემებზე მესაუბრებით. [სანქციების] რა თქმა უნდა, არა, [არ მეშინია]“,- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა