Colliers International Georgia თბილისის უძრავ ქონებაზე COVID-19-ის ეფექტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, დედაქალაქში 2020 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 671 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ, კვ.მ-ზე მხოლოდ 3 დოლარით შემცირდა და 636 აშშ დოლარი შეადგინა.
2020 წლის 22 მარტიდან 30 ნოემბრამდე ახალაშენებულ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა თბილისის უბნების უმეტეს ნაწილში. მცირედი კლება დაფიქსირდა ნაძალადევსა და დიდუბეში, 6% და 9%. გამონაკლისი იყო გლდანი, სადაც ტრანზაქციების რაოდენობა 32%-ით გაიზარდა.
ახალაშენებული ბინებისგან განსახვავებით, ძველაშენებულ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი თბილისის ყველა უბანში მნიშვნელოვნად შემცირდა. ყველაზე დიდი ვარდნა ძველი თბილისის უბნებში დაფიქსირდა, როგორიცაა: ჩუღურეთი -45% და მთაწმინდა -44%.