LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID-19-ის პერიოდში, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა

121
960x0

COVID-19-ის პერიოდში, 21 მარტიდან -15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა ამის შესახებ საუბარია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებულ

ანალიზში.

IDFI -ის ცნობითვე, 21 მარტიდან -15 ნოემბრის ჩათვლით, სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვებში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ნოემბერის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით გამოეყო 35 მილიონი ლარის რესურსი, რაც უკვე დახარჯულ თანხასთან ერთად 100 მლნ ლარს აჭარბებს. დამატებითი რესურსით უნდა გაგრძელდეს კოვიდ სასტუმროების მობილიზება და ამ პროცესთან დაკავშირებული სხვა მომსახურებების უზრუნველყოფა.

კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოსაგან, ივლისიდან- ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 98.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების შეთანხმება მოითხოვა.

საკარანტინე/საველე სივრცეებში მედპერსონალის უზრუნველსაყოფად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებების ჯამურმა თანხამ კი 625,537 ლარი შეადგინა. ამასთან, მხოლოდ ნოემბერში დამატებით 300,000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც IDFI-ში აცხადებენ, შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ხდება ცალკე COVID-19-თან დაკავშირებული შესყიდვების გამოყოფა და მათი შესაბამისი ანალიზი, რისი მაგალითებიც მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში გვაქვს. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ არის უზრუნველყოფილი ინფორმაციის ღია, დამუშავებად ფორმატში მოპოვების შესაძლებლობა.

„გაანალიზებული მონაცემებით ჩანს, რომ თანხების უდიდესი ნაწილი იხარჯება კოვიდსასტუმროებისა და კლინიკების მობილიზებაზე. ამ მიზნობრიობით შესყიდვების უდიდესი ნაწილი ხორციელდება გამარტივებული წესით. ვთვლით, რომ ისეთი მომსახურების შესყიდვები, რომელიც უკვე აპრობირებულია და მათი საჭიროების შესახებ წინასწარი ცოდნა არსებობს, შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, რათა მოხდეს მეტი კონკურენციის უზრუნველყოფა”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g