LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Covid 19: რამდენად უსაფრთხოა საახალწლოდ ოჯახური შეკრებები

127
page

ბრიტანეთში ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ შეხვდნენ ახალ წელს ისე, რომ პანდემია კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს. ხელისუფლებას სურს, შეზღუდვების ნაწილი შეამსუბუქოს კიდეც, რათა წლის მთავარ დღესასწაულზე ოჯახის წევრებმა ერთად შეკრება შეძლონ. ანუ შობა–ახალი წელი მაქსიმალურად „ნორმალური“ უნდა იყოს. რამეთუ აკრძალვა დიდ სტრესს გამოიწვევს და კანონისთვის გვერდის ავლას ისედაც ბევრი ადამიანი ეცდება.

ექსპერტთა აზრით, მკაცრი რეგულაციები დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე და დღესასწაულის დასრულებისთანავეა საჭირო. ამიტომ, თუკი საახალწლოდ გამონაკლისები დაიშვება, ეს გამონაკლისები მხოლოდ რამდენიმე დღე უნდა გაგრძელდეს.

ადამიანებისთვის ახალი წლის წართმევა დაუშვებელია, ახალი წელი კი ოჯახის წევრების გარეშე წარმოუდგენელია. საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ახალი წლის წინა დღეებში იქნება მიღებული, მანამდე კი მედიკოსები ყველას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ დიდი შეკრებები ძალიან საშიშია და სასურველია თუკი შობას მხოლოდ უახლოეს ადამიანებთან ერთად შეხვდებიან.

პაბები და რესტორნები საახალწლო პერიოდში ისევ დახურული იქნება, რათა ადამიანები შემთხვევით კონტაქტებს მოარიდონ. ამ პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ისედაც მოსალოდნელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g