LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცრემლები, ყვავილები, ემოციური წერილები და მუსიკა: ირლანდიაში The Cranberries-ის ვოკალისტი დაკრძალეს

79

გუშინ  მსოფლიო The Cranberries-ის ვოკალისტს, დოლორეს ო’რიორდანს დაემშვიდობაა. მისკოსთან გამოსამშვიდობებლად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის  გულშემატკივრებმა. ფანებს სამძიმარზე ყვავილები და გამოსამშვიდობებელი წერილები მოჰქოდნათ. სამძიმარს კი მუსიკოსის დედა, სამი ქალიშვილი, ყოფილი მეუღლე, ბოიფრენდი და და-ძმა იღებდნენ. პანაშვიდი კი ელვეს სახელობის ეკლესიაში გაიმართა, სადაც ერთ დროს თავად დოლორესი მღეროდა. გამოსამშვიდობებლად სპეციალურად გააჟღერეს სიმღერა Ave Maria, რომელიც დოლორეს ო’რიორდანმა ლუჩანო პავაროტისთან ერთად შეასრულა.

მომღერალი მშობლიურ ქალაქ ლიმერიკში დაკრძალეს. ამ  დღეს ირლანდიურა რადიოსადგურებმა ერთსა და იმავე დროს The Cranberries-ის ლეგენდარული ჰიტი When You’re Gone გააჯღერეს და ამით მიაგეს პატივი ლეგენდარული ჯგუფის ვოკალისტის ხსოვნას.

შეგახსენებთ, რომ დოლორეს ო’რიორდანი 15 იანვარს, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები