საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც მას ხელში უკავია წიგნი მაია ასათიანის ავტობიოგრაფიული რომანი „სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში“.
როგორც ჩანს, მან წიგნი ახლახან დაასრულა და შთაბეჭდილებებით სავსემ ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:
“ცრემლიანი თვალებით დავამთავრე მაია ასათიანის წიგნი: ”სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში”.
ძლიერი ქალის ძალიან ემოციური და საინტერესო ავტობიოგრაფიული წიგნი: ყდაზე ტყუილად არ აწერია მისი სახელი და გვარი ოქროსფერ ასოებით!,”- წერს სანდრა რულოვსი.
