LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Crowne Plaza Borjomi ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით მომხმარებელს სპეციალურ პაკეტს სთავაზობს

191

Crowne Plaza Borjomi, რომელიც სასტუმროსა და გამაჯანსაღებელ სპა-ცენტრს აერთიანებს, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით 12 -დან 15 თებერვლის ჩათვლით სტუმრებს სპეციალურ პაკეტს სთავაზობს. როგორც სასტუმროს გაყიდვების მენეჯერმა ეთუკა ძაბირაძემ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ორადგილიანი ნომერი ერთი ღამით 140 დოლარად, ხოლო ორი ღამით 240$-ად დაიქირაოს. კონკრეტული პაკეტი მოიცავს: საუზმეს, საცურაო აუზით და ორთქლის ოთახებით სარგებლობას, ასევე რომანტიულ პიკნიკს გოგირდის ცხელ აუზებთან გლინტვეინით და შოკოლადის შადრევნებით.

სასტუმრო 101 ნომრიანია. სასტუმროს მომსახურებაშია: 4 საკონფერენციო დარბაზი, ტერასის კაფე, ორი რესტორანი, ბარი, ღვინის ბარი, საკლუბო ლაუნჯი და სავარჯიშო დარბაზი.

Crowne Plaza Borjomi -ის სპა ცენტრი, რომელიც 21 პროცედურული ოთახისგან შედგება, სტუმრებს საცურაო აუზს, ჯაკუზის, საუნასა და სხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებს სთავაზობს. ”სასტუმრო გამოირჩევა ინტერიერის თანამედროვე დიზაინით, შენობის არქიტექტურა და გარეგნული იერი იდეალურად ერწყმის ბუნებრივ გარემოს. Crowne Plaza Borjomi ბორჯომის შუაგულში მდებარეობს, ბორჯომის პარკის მახლობლად. ეს არის შესანიშნავი ადგილი როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისა და შეხვედრებისთვის”,-აღნიშნა ძაბირაძემ.

Crowne Plaza Borjomi პირველი სასტუმროა საქართველოში Crowne Plaza-ს ბრენდის ქოლგის ქვეშ და მეორე IHG-ის პორტფოლიოს ბრენდებიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები