LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცუდი საუბარი მქონდა ნიკა მელიასთან, მომეჩვენა, რომ დამემუქრა”-იაგო ხვიჩიამ შესაძლოა იარაღის ტარების უფლება გამოიყენოს

119
unnamed

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დაურეკა და მოეჩვენა, რომ დაემუქრა. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ აპირებს პარლამენტის წევრისთვის მინიჭებული იარაღის ტარების უფლებით ისარგებლოს.

„დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, სამწუხაროდ. მე მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა, თქვენი მეშვეობით გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი. მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად. ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით, მე უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, თუ ვისაც არ უნდა იყოს, იმას, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს, რადგან მურუსიძის სასამართლოს იმედად და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს. მე ასეთი ადამიანი არ ვარ, ამ სასამართლოში არ ვუჩივლებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ ნიკა მელიას მხრიდან აღნიშნული საუბრის მიზეზი შესაძლოა, მისი დღევანდელი განცხადებები ყოფილიყო. როგორც “გირჩის” თავმჯდომარე ამბობს, მან გააკრიტიკა “ნაციონალური მოძრაობა” და ხელისუფლებაც, ვინაიდან მისი სიტყვებით, მას არ უნდა იყოს “პასუხისმგებელი ქვეყანაში პარლამენტარიზმის დაშლის”.

“იცოდეს, რომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ პარლამენტი გამოსულიყო. იმ შენობაში, რომელიც პარლამენტი არ არის, ცხადია, მე ვერ ვივლი. ორი რამ მინდოდა – იმუნიტეტი „ქართული ოცნებისგან” თავდასაცავად და იარაღის ტარების უფლება, ზოგადად, თავდასაცავად. ქუჩაში ვერ გასულხარ, ვიღაცას ნაგავს ამხობენ“, – თქვა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g