LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცვლიან სტრატეგიებს, ეძებენ ჩვენს სუსტ წერტილებს “ – ანა მალიარის თქმით, რუსეთი ომის მეორე ეტაპისთვის ემზადება

214
omiukraina

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპისთვის აქტიურად ემზადება და შემტევი ოპერაციის მომზადებაში მთელ ძალისხმევას დებს, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი.

ამის შესახებ ინფორმაცია Ukrinform-მა გაავრცელა.

„ისინი აქტიურად ემზადებიან. უფრო მეტიც, ისინი არამხოლოდ იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაზე კონცენტრირდებიან, არამედ დაჭრილთა დასახმარებლად სამედიცინო ინფრასტრუქტურასაც ამზადებენ. ისინი მარაგს აგროვებენ და ბელარუსის ტერიტორიას შესაძლო სარაკეტო დარტყმისთვის სრულად ამზადებენ. ახლა ისინი ჯარებს გადაადგილებენ, ცვლიან სტრატეგიებს, ეძებენ ჩვენს სუსტ წერტილებს, რათა მათ დაარტყან“, – განაცხადა ანა მალიარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g