LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CX Business Summit Georgia 2026 – წლის მთავარი CX ღონისძიება თბილისში უკვე მესამედ გაიმართება

265
CX

CX Hub – მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიული მართვის პირველი სააგენტო საქართველოში, 2026 წლის 3 აპრილს, The Biltmore Tbilisi Hotel-ში უკვე მესამედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს – წლის მთავარ ღონისძიებას მომხმარებლის გამოცდილების მიმართულებით.

სამიტი აერთიანებს ქართულ და საერთაშორისო ბიზნესებს, Customer Experience პროფესიონალებსა და წამყვან ექსპერტებს, რომლებიც მომხმარებლისა და თანამშრომლის გამოცდილების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკებს გააზიარებენ.

წლევანდელი სამიტის მთავარი სპიკერია მსოფლიოში აღიარებული CX ექსპერტი Nienke Bloem (CCXP, CSP) – CX პროფესიონალი და ინტერაქტიული ბიზნეს თამაშის, CX Game®-ის თანაავტორი. მისი გამოსვლის მთავარი თემა – „Great Customer Experiences Do Not Happen by Accident“ – მოიცავს CX სტრატეგიის, მმართველობისა და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის პრაქტიკულ ჩარჩოს CX Game®-ის ელემენტებით.

სამიტის ფარგლებში:

  • გაჟღერდება Customer Experience Professional Association (CXPA)-ის CEO-ს, Greg Melia-ს სპეციალური მიმართვა ქართული CX Community-სთვის;
  • მონაწილეები პირადად შეხვდებიან International CX Awards (ICXA)-ის ოფიციალურ წარმომადგენელს Ivana Kircanski;
  • საერთაშორისო პანელისტებად წარდგებიან:
    → Olga Potaptseva – European Customer Consultancy (UK), CEO და CX მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის;
    → Elyar Akhi – Founder Institute-ისა და Startup World Cup-ის წარმომადგენელი, სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური მონაწილე და მენტორი. Waiter Call-ის დამფუძნებელი;

2026 წლის სამიტის მთავარი კონცეფცია ეფუძნება CX-ის მომავლის 3 მოდელს – Innovation, Integration, Interaction.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება CX Award Georgia – მომხმარებლის გამოცდილების მართვის დაჯილდოება, რომელიც CX Hub-ის ექსპერტებისა და საერთაშორისო ჟიურის წევრების ჩართულობით გამოავლენს მომხმარებლისა და თანამშრომლის გამოცდილებით გამორჩეულ კომპანიებს. მონაწილე ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ CX ან EX მიმართულებით განხორციელებული პროექტები და გაუზიარონ ინდუსტრიას საკუთარი წარმატებული გამოცდილება.

გარდა ამისა, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ Networking Lunch-ს Keynote სპიკერთან ერთად – დახურულ, ინტერაქტიულ ფორმატს, სადაც ბიზნეს ლიდერები Nienke Bloem-თან ერთად განიხილავენ 2026 წლის ერთ-ერთ მთავარ თემას: „Turning insights into action: shaping the future of CX transformation”.

ადგილები შეზღუდულია. ბილეთების შესაძენად და სამიტის განრიგის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ვისთვის არის CX Business Summit Georgia?

სამიტი განკუთვნილია მათთვის, ვინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებაში:

  • CEO-ებისა და ბიზნეს ლიდერებისთვის
  • CX, HR, მარკეტინგისა და ციფრული ტრანსფორმაციის ლიდერებისთვის
  • პროდუქტისა და სერვისების ინოვაციაზე მომუშავე გუნდებისთვის
  • ხარისხის მართვისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულების წარმომადგენლებისთვის
  • ESG პროფესიონალებისთვის
  • ტექნოლოგიური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის
  • ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქმნის მომხმარებელზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს

პარტნიორები და მხარდამჭერები: Beamra AI, CXPA Global, ICXA, Martin Trust Center for MIT Entrepreneurship, MIT GLEEN, Georgian National University SEU, International Black Sea University, Interaction Design Foundation, The CX Academy, Belding Training, Hello ai, QMATIC, NGT, Visual Fragments, ბალანსი, Blue Ocean, YOLO, The University of Georgia (UG), Water Call

მედია პარტნიორები: რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, BMG, ქალების ნარატივი, Entrepreneur, ჟურნალი Ok!, Georgia Today.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g