LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

D ვიტამინის სისტემატიური მიღება სიკვდილის რისკს 40%–ით ამცირებს

128

მეცნიერების უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ D ვიტამინის მიღება აუცილებელია ასაკის მატებასთან ერთად.  კვლევით ირკვევა, რომ სწორედ ამ ვიტანიმის დახმარებით, 40 პროცენტით მცირდება  სასუნთქი გზების დაავადებები, რაც ხნიერ ადამიანებში  ხშირად ლეტალურად მთავრდება. ამავე დროს D ვიტამინი ამცირებს ფილტვების ანთების განვითარების რიკს, რაც ასაკის მატებასთან ერთად უფრო რთულად გადასატანია.

კვლევა 12 თვის მანძილზე ხანშიშესულთა თავშესაფარში მიმდინარეობდა. 80 წელს მიღწეულ მოხუცებულებს მეცნიერთა ჯგუფი აკვირდებოდა და ცხადი გახდა, რომ ის 55 ადამიანი, ვინც D ვიტამინს იღებდა უფრო ამტანი იყო ვირუსებისა და გაციების მიმართ. ამერიკელი მეცნიერები კვლევას ამჯერადაც აგრძელებენ,  რათა გაიგონ რა გავლენა აქვს D ვიტამინს სასუნთქი გზების ინფექციასა და ადამიანის იმუნურ სისტემასთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g