„ბრიჯიტ ჯონსის ბავშვის“ გადაღებები გრძელდება. ჩვენ არაერთხელ შემოგთავაზეთ კადრები გადასაღები მოედნიდან, ამჯერად ინტერნეტში კვლავ გამოჩნდა ახალი ფოტომასალა. ამჯერად ფოტოობიექტივში მოხვდნენ რენე ზელვეგერი და კოლინ ფერტი, რომელიც ფილმში კვლავ მისტერ დარსის როლს ასრულებს. პირველი ფილმის გამოსვლიდან უკვე 13 წელი გავიდა და ფერტის გმირი კვლავ ელეგენატურად გამოიყურება.
ცნობილი კომედიის გაგრძელებაში ბრიჯიტ ჯონსი დაორსულებაზე ოცნებობს, ხოლო მისი გულის მოგებას ერთდროულად ორი მამაკაცი ცდილობს, ერთის როლს კოლინ ფერტი ასრულებს, ხოლო მეორე როლზე პატრიკ დემპსი დაამტკიცეს. ფილმის პრემიერა 2016 წლის სექტემბერშია დაგეგმილი
