LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე და შალვა პაპუაშვილი დავრჩებით ნინოწმინდაში, ვიმუშავებთ, რათა ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული – ბექა დავითულიანი

85
BeFunky-collage

მე და შალვა პაპუაშვილი დავრჩებით ნინოწმინდაში, ვიმუშავებთ, რათა ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პანსიონში ხვალ მეუფესთან, სასულიერო პირებთან, აღსაზრდელებთან და პერსონალთან ერთად გაგრძელდება მუშაობა.

“პირველები ვიქნებით, ვინც ხმას ამოიღებს, თუკი ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოვლინდება” – ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონზე

„პირველ რიგში, რაც ბავშვებს სჭირდებათ, სიმშვიდე და სტრესული გარემოს მოხსნაა, ამის საშუალება ყველამ ერთად უნდა მოგვცეთ. მეორე, შიგნით სოციალური მუშაკები არიან, არის ფსიქოლოგი, ისინი ღამით დარჩებიან. მე და ჩემი კოლეგა შალვა პაპუაშვილიც ნინოწმინდაში დავრჩებით და ხვალ მეუფესთან, სასულიერო პირებთან, აღსაზრდელებთან და პერსონალთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ყველა ბავშვის უფლება იყოს სრულად დაცული.

მე პროფესიონალი არ ვარ, პრობლემებზე საუბრის უფლება მივცე ჩემს თავს, თუ პირდაპირ ბავშვი რამე პრობლემას არ წამოჭრის. პირდაპირ ბავშვს ჩემთან ეს პრობლემა არ წამოუჭრია, მაგრამ შიგნით სპეციალისტები არიან იმისთვის რომ, დაადგინონ, ბავშვებს რა პრობლემები აქვთ. არ ვარ სპეციალისტი, რომ ასე საჯაროდ და სახალხოდ გესაუბროთ, ჩემი პირადი პოზიცია ისაა რომ, ბავშვებს ჯერ სიმშვიდე სჭირდებათ, დამშვიდებულ ბავშვებთან სპეციალისტები ისაუბრებენ და შესაბამის დასკვნას დადებენ“-განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გამოვლინდა გარკვეული სახის ხარვეზები – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონის შემოწმება დაასრულა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g