თაკო მელიქიშვილის საავტორო გადაცემას „რადიო დუეტი” მაკა ზამბახიძე და ტატო გოდერძიშვილი სტუმრობდნენ, მათ გადაცემის ფარგლებში ახალი დუეტის პრემიერა გამართეს. სოფი რაფაელას მუსიკასა და ტექსტზე შექმნილი სიმღერის არანჟირება ცირა ბზიშვილს ეკუთვნის, თავისი წვლილი კი ამ სიმღერაში ხვიჩა მაღლაკელიძემაც შეიტანა.
როგორ გადაწყვიტეთ ერთობლივი სიმღერის ჩაწერა?
მაკა:
მე და ტატო ბავშვობის მეგობრები ვართ, ოჯახებით ვახლობლობთ, დედები მეგობრობენ, მე მისი დის შვილის ნათლია ვარ. ტატოს რამდენიმე წლის უკან სოლოკონცერტი ჰქონდა და მითხრა, მოდი ჩავწეროთ ერთობლივი დუეტიო.
ტატო მოგვიყევი რა სიახლეებია შენს შემოქმდებაში?
ტატო:
დავიწყებ ჩვენი სიმღერით, ეს სიმღერა სოფი რაფაელას ეკუთვნის, მუსიკაც და ლექსიც, ჩაიწერა ცირა ბზიშვილთან, არანჟირებაც მას ეკუთვნის, იშვიათი ადამიანია ცირა და აქედან მინდა მოვიკითხო. ასევე უნდა აღვნიშნო ხვიჩა მაღლაკელიძის ღვაწლი არანჟირებაში და მასაც დიდი მადლობა.
ამ ეტაპზე ბიძაჩემის ნუგზარ თუშიშვილის მუსიკაზე და ნიკოლოზ გოდერძიშვილის ლექსზე შექმნილ სიმღერაზე ვიწყებ მუშაობას, რომელიც შინდისის გმირებს მიეძღვნება, ამ თემასთან დაკავშირებით პირველმა არხმა ფილმიც გადაიღო, რომლის რეჟისორიც გერმანიაში მოღვაწე ქართველია და გვინდა რომ ამ ფილმში მოხვდეს ჩემი სიმღერა. ვუფრთხილდები ხმას და ვცდილობ მაგარ ხმაზე მოვიდე, რომ ეს სიმღერა ცავწერო.
გასვლით კონცერტებს თუ გეგმავ?
მაისში მივდივარ იტალიაში და ჩეხეთში, ეს რაც წინასწარ ვიცი, ვნახოთ კიდევ რა შემოთავაზებები იქნება. აქვე დიდი მადლობა გიორგი მშვენიერაძეს, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას ქართველ მომღერლებს.
მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ…
ტატო გოდერძიშვილი & მაკა ზამბახიძე – მიხარია
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ტატო გოდერძიშვილი და მაკა ზამბახიძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები