“რუსთავი 2-ის” ახალ მფლობელსა და დამფუძნებლებს შორის დღეს გამართული შეხვედრის შემდგომ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიის კორესპოდენტმა დავით ნიკურაძემ შესაძლოა საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე ნოდარ მელაძე ჩაანაცვლოს, თავად ნიკურაძე ასეთი შინაარსის პოსტით ეხმაურება.
დაინიშნება თუ არა დავით ნიკურაძე რუსთავი 2- ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად - ქიბარ ხალვაშის პასუხი
აქ დღეს იმიტომ მოვედი, რომ ხვალ ხელფასები აიღოთ
“Messenger: Ping!??
– დათო, როგორ ხარ? საუკუნეა არ გვიკონტაქტია. რა დრო გავიდაააა
– ჭორია
Messenger: Ping!??
– დაააათ პრივეტ. გახსოვარ?
– ჭორია
Messenger:
Ping!??
Ping!??
Ping!??
Sent you a friend request
Sent you a friend request
Sent you a friend request
კმარა! ??♂️”
პოსტს კომენტარების სახით არაერთი გამოხმაურება მოყვა.
“welcome to Georgia:)”
“დათ გახსოვარ? მე შენი დის შვილი ვარ და არ დამივიწყო შენი ჭირიმე”
შეგახსენებთ, მედიასთან საუბარში დავით ნიკურაძემ უარყო, რომ პაატა სალიამ მას საინფორმაციოს უფროსობა შესთავაზა.
დღეს, 30 ივლისს, ქიბარ ხალვაში დაა პაატა სალია შეხვდნენ რუსთავი 2-ის ყოფილ მფლობელებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს.
აქიმიძე-დვალი მიიჩნევენ, რომ მათ რუსთავი 2 წლების წინ წაართვეს.
ჯარჯი აქიმიძე განამრტებას აკეთებს
რატომ არ არიან თანახმა რუსთავი 2 ის დამფუძნებლები ხალვაშის შეთავაზებაზე