LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დააკავეს დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა

179
BeFunky-collage - 2020-09-25T121400.015

დავით ფურცხვანიძე სამართალდამცავებმა დღეს საკუთარ სახლთან დააკავეს. ინფორმაციას ფურცხვანიძის ოჯახი ადასტურებს.

მისი სახელი ბაჩალიაშვილის საქმეს ერთი კვირის წინ დაუკავშირდა, როდესაც მან მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა. ამ დროისათვის ფურცხვანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.  გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ჯერ ადვოკატი არ ჰყავს.

სატელიტის ფოტოების ავთენტურობაზე ეჭვი არსებობს – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

საქმე კი ეხება ე.წ სატელიტის ფოტოებს, რომლის საფუძველზეც მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იმ ადგილზე, სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიტანეს.

მიხეილ რამიშვილი აშშ-ს საელჩოს დახმარებას თხოვს – “შესაძლოა ჩემ თავისუფლებას საფრთხე დაემუქროს”

მთავარი პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია. ფოტოები მიხეილ რამიშვილს “უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის” ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა.

საგამოძიებო უწყებას საქმეზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები