LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დააკავეს თუ არა გიგა ოთხოზორიას მკვლელი

120

ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიკ კანჯი ოღლუს დაკავების ფაქტს ამ დრომდე ვერ ადასტურებენ საქართველოს ოფიციალური უწყებები. როგორც რადიო ” ფორტუნას” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ამ წუთებში მიმდინარეობს.

ცოტახნის წინ მედიასაშუალებების ნაწილმა რაშიკ კანჯი ოღლუს დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. რადიო “ფორტუნა” მუდმივ რეჟიმში გადაამოწმებს ინფორმაციას ოფიციალურ უწყებებთან.

შეგახსენებთ, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები