LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დაახლოებით ერთ თვეში უნდა წარვადგინო მილანში მომავალი ზაფხულის კოლექცია” – ავთო ცქვიტინიძე ,,არტ-FM”-ში

39
99339002-3503563313001806-7420938785740816384-n

25 მაისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM”-ს დიზაინერი ავთო ცქვიტინიძე ესტუმრა, რომელმაც ისაუბრა მოდის ინდუსტრიაში განვითარებულ მოვლენებზე და თავისი ახალი ნამუშევრებიც წარმოგვიდგინა.

მოგვიყევი რა ცვლილებებია მოდის ინდუსტრიაში?

მოდა საკმაოდ რთულ გამოწვევას შეეჯახა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან დღემდე ვერ გაარკვიეს, როგორ გაყიდონ მაღაზიებში  სამოსი, ადამიანს ვერ დაავალდებულებ სამოსი იყიდოს მოზომების გარეშე. რაც შეეხება მოდის კვირეულებს, ყველაფერი გადადის ონლაინ რეჟიმში, თუმცა, არ ვიცი რა ემოციას გამოიწვევს დამსწრე საზოგადოებაში. ადამიანები ვშორდებით ერთმანეთს, თუმცა ამ ყველაფერს უნდა შევეგუოთ და ვიცხოვროთ ახალი ცხოვრებით. იქნება ძალიან დიდი კონკურენცია, რადგან ყველამ დაწია სამოსის თვითღირებულება, აქ საუბარი მოგებაზე საერთოდ ზედმეტია, რადგან ან გადარჩება ბევრი კომპანია, ან დაიხურება. ბოლო პერიოდში პანდემიამ მეც სერიოზულად დამაფიქრა, ადრე ყველა დიზაინერს ინდივიდუალური სტილი ჰქონდა, ახლა კი სამოსი ერთფეროვანია ფერთა გამაში, სილუეტში და ხარისხშიც.

რა არის წელს მოდაში?

მოდაში არის მამაკაცის გარდერობი, უბრალოდ ქალურ ფერთა გამაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი პროპაგანდა მიდიოდა ამ ბოლო დროს სქესის დაკარგვის, შეგვიძლია ვატაროთ მამაკაცის გარდერობიდან პიჯაკი და შარვალი და გამოვკვეთოთ წელი ტყავის ქამრით ან რაიმე აქსესუარით, რომ  მინიშნება იყოს სქესის.

 

https://www.facebook.com/266131756744994/videos/3886860608022743

მოგვიყევი შენს ნამუშევრებზე, რომელიც თვითიზოლაციის პერიოდში შექმენი…

ჩემი ძირითადი პროფესია არის ფერწერა, ტილოზე არ დამიხატავს დაახლოებით 25 წელია, უკვე მაქვს 20 ნამუშევარი, აქედან ნაწილი სახლში წავიღე. ჩემი ფილოსოფიური თუ ფსიქოლოგიური კითხვები, რაც მუდმივად მაწუხებს და დაუსრულებელია მათზე პასუხები და ვერც ვპოულობ, გადმოვეცი ტილოზე.  არ ვაპირებ გამოფენის გაკეთებას, ამით გავიცანი ჩემი თავი და ბევრ კითხვას გავეცი პასუხი, ეს პერიოდი ამისთვის გამოვიყენე მაქსიმალურად და ვიწყებ ახალ ეტაპზე ახალ ცხოვრებას. მუდმივად მიყვარს საკუთარი თავის ძიება და მასში მშვიდობის პოვნა.

აისახება თუ არა მომდევნო კოლექციებზე COVID 19?

დაახლოებით ერთ თვეში უნდა წარვადგინო მილანში მომავალი ზაფხულის კოლექცია, როგორც ელექტრონული ვერსია. ასევე მთლიანი კოლექცია უნდა გავგზავნოთ  და ამ პერიოდიდან გამოწვეული ემოიციური ფონი უკვე ვიცი, რომ იქნება ასახული ფერთა გამაში, სილუეტში ან ნახატის სახით. მხოლოდ დგას ერთი პრობლემა, თუ როგორ შესრულდება შეკვეთა, გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე ისინი გვაძლევენ უფლებას, რომ დავაგვიანოთ შეკვეთა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები