LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დააკვეს პირები, რომლებმაც უცხოელი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს, შვილებს ხელ-ფეხი შეუკრეს

102
BeFunky-collage (1)

23 ოქტომბერს, ქვემო ქართლში, სოფელ კლდეისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. სამინისტროს ცნობით, ბრალდებულებმა ბედიანის ხეობის მიმდებარედ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმარის, ჩინეთის და ავსტრალიის მოქალაქეების სახლში მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს.

“გაკოჭეს ბიზნესმენი, მისი ცოლი და შვილი…წაართვეს მანქანა, ტელეფონები, ნოუთბექი და 11 000 ლარი” – წალკაში მომხდარი ყაჩაღობის ახალი დეტალები

“ლ.ი.-მ და ი.კ.-მ ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 16 100 ლარს, ლეპტოპს, მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან ჯ.ფ.-ის კუთვნილი ავტომობილით მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი მომხდარიდან მალევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიტოვებული იპოვეს”, – წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ბრალდებულის მიერ ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხის ნაწილი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი ამოიღო.

სამინისტროს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g