LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაარღვია თუ არა კანონი პრეზიდენტმა?

55

პრეზიდენტის განკარგულებაში არსებული ჩანაწერი, რომ წინასაარჩევნო კამპანია 8 აგვისტოს იწყება, ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსში არსებულ ჩანაწერს, ამის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, საარჩევნო კოდექსში არსებული ჩანაწერის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ აქტის გამოქვეყნებიდან იწყება საარჩევნო კამპანია, ამიტომ ის ჩანაწერი, რომ დღეს გამოცხადდება წინასაარჩევნო კამპანიის თარიღი და ვადის ათვლა დაიწყება 4 თვის შემდეგ, არასწორია.

”საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, უკან გამოითხოვოს თავისივე განკარგულება და მაშინ გამოსცეს, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდი მოახლოვდება. მაგალითად, თუ სურს, რომ წინასაარჩევნო კამპანია 8 აგვისტოს დაიწყოს, განკარგულება ივლისის ბოლოს უნდა გამოსცეს” – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანია არც 6 და არც 2 თვით ადრე უნდა დაიწყოს, ვინაიდან 6 თვე ძალიან დიდი დროა, ხოლო 2 – ძალიან ცოტა.

”არ მივესალმებით იმას, რომ ის რეგულაციები და საგანგებო რეჟიმი, რომელიც თან ახლავს საარჩევნო კამპანიას, 6 თვის განმავლობაში მოქმედებდეს.  აქ საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციები გადადიან საგანგებო რეჟიმში და გაორმაგებულ ხელფასებს იღებენ, რაც დიდი ხარჯია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გონივრული ვადა იქნებოდა 3-4 თვე” – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g