ზოგიერთი საკვები ორგანიზმში დაბერების პროცესს აჩქარებს. ამის შესახებ საუბრობენ ენდოკრინოლოგები და დიეტოლოგები.
სპეციალისტების განმარტებით, საუბარია ტკბილ, ცხიმიან, შემწვარ და მარილიან საკვებზე. ყველაზე დიდ საფრთხეს გადამუშავებული ხორცი წარმოადგენს: ძეხვეული, პელმენი, სოსისები და სხვა ნახევარფაბრიკატები – ყველაფერი, რაც ინდუსტრიულად იწარმოება.
„ასეთებს მიეკუთვნება ფასტ-ფუდი, ჯანკფუდი (სასუსნაო, სნექები), ტკბილი სასმელები და ზოგადად ტკბილეული, ასევე სამრეწველო ცომეული. ეს ყველაფერი ჩვენს ორგანიზმში დაბერების პროცესს იწვევს“, – განმარტავენ დიეტოლოგები.
ასევე საუბრობენ ტრანსცხიმების საშიშროებაზე. ისინი გვხვდება ფასტფუდში: ქათამი და შემწვარი კარტოფილი, ასევე ცომეულში. „შეეცადეთ მიირთვათ მეტი ბუნებრივი საკვები, რომელსაც თავად ამზადებთ. უმჯობესია საკვები ახალი მიირთვათ, თუ ის გადამუშავებას არ საჭიროებს“, – ურჩევენ ექიმები.