LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სრულად 139 289 ადამიანია ვაქცინირებული

87
5aaf7773e9bf3

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა 139 289-ს შეადგენს. 25 ივლისის მონაცემებით კი ჯამურად 402 765 აცრა ჩატარდა.

“აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ვაქცინაცია ჩატარდა ვაქცინებით: “ასტრაზენეკა”, “ფაიზერი”, “სინოფარმი”, “სინოვაკი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g