დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ანა კასრაძე გუდაურში მდებარე რესტორნის “მთვრალი ალუბლის” ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას აზუსტებს და აღნიშნავს, რომ გუდაურში 4-9 მარტის ფარგლებში საქართველოში მოგზაური ექვსკაციანი ჯგუფიდან ორს, სლოვაკსა და ჩეხს, თავიანტ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ დაიდასტურდათ კორონავირუსი.
გთავაზობთ სტატუსს:
“⚠გუდაურთან დაკავშირებით
ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს. იგი მოგზაურობდა 6 კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19. დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) ლ, რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია.
❗ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან
❗საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის
აქვე, #დარჩისახლში”.