LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაავადებული ფიჭვები მოიჭრება და ჯანმრთელი მცენარეებით ჩანაცვლდება – კახა კალაძე

ATT7765-e1545313498597

ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია – ამის შესახებ კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ბევრს ვმუშაობთ, ბევრი საინტერესო პროექტები ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით და მოსახლეობას მინდა ინფომრაცია მივაწოდო, დაავადებულ ფიჭვებთან მიმართებაში. 2018 წელს ჩვენ ჩამოყვანილი გვყავდა საერთაშორისო ექსპერტები, ჩატარდა კვლევა და მოხდა მდგომარეობის შესწავლა. დასკვნის მიხედვით, ქალაქში მძიმე მდგომარეობა გვაქვს. თუ ჩვენ დღეს არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, მართლაც შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს ქალაქი. ამიტომ „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს სანიტარულ ჭრებს, რის შედეგადაც, ქალაქის მასშტაბით ჯამში ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება, თუმცა, მათი მოჭრის შემდეგ ხდება მათი ჩანაცვლება და ახალი ხე-მცენარეების დარგვა,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, დასარგავი მცენარეების დიდი რაოდენობა განთავსებული არის კერძო ტერიტორიებზე.

„მე მინდა ქალბატონ მაიას ვთხოვო, იქონიოს აქტიური კომუნიკაცია კერძო სექტორთან. ის დაავადება, რომელიც აქვს ფიჭვებს ქალაქში, გადამდებია და თუ ჩვენ დღესვე არ დავიწყეთ ზრუნვა და არ მივიღეთ ზომები, სერიოზული პრობლემის წინაზე დავდგებით,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g