LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაავადებული თხილი ქართულ ბაზარზე არ ხვდება – თხილის ექსპორტიორთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

48362657_594113387715612_7239989867940151296_n

საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია მედიით გავრცელებულ უზუსტობებსა და სიცრუეზე კომენტარს აკეთებს.

ასოციაცია განმარტავს, რომ დადგენილ ზღვარზე მეტი აფლატოქსინის მაჩვენებლის აღმოჩენა ევროკავშირის საზღვარზე ნორმალური მოვლენაა და არ ეხება მხოლოდ ქართულ თხილს. მათივე განცხადებით, აფლატოქსინის აღმოჩენის ბევრად მეტი შემთხვევა ფიქსირდება თურქული და აზერბაიჯანული წარმოშობის თხილებში.

ასოციაციაში ასევე, იმ პროცედურებს განმარტავენ, რომელსაც თხილი ევროკავშირიდან გამობრუნების შემდეგ გადის და ამტკიცებენ, რომ დაავადებული თხილი ქართულ ბაზარზე არ ხვდება.

„2018 წლის მანძილზე საქართველოდან ევროპაში გასულ ასობით პარტიიდან თხილში აფლატოქსინი აღმოჩნდა მხოლოდ 6 შემთხვევაში.

ევროკავშირის საზღვარზე აფლატოქსინის აღმოჩენის შემთხვევაში თხილი ბრუნდება უკან საქართველოში. საზღვარზე თხილს ხვდება სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ამოწმებს ტვირთს, ლუქავს მას და აცილებს დაცულ საწყობამდე, სადაც ასევე ხდება მისი დალუქვა.

დალუქული თხილი კვლავ მოწმდება აფლატოქსინის შემცველობაზე. აფლატოქსინის შემცველობის დადასტურების შემთხვევაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების კონტროლის ქვეშ ხდება მისი გადარჩევა და გასუფთავება საეჭვო თხილის გულისაგან, რადგან მასაში უმნიშვნელო რაოდენობის დაავადებულ გულს შეუძლია იმოქმედოს მთლიან ანალიზის შედეგებზე. გადარჩევის შემდეგ, პროდუქცია განმეორებით მოწმდება ევროპულ ლაბორატორიებში. თუ აფლატოქსინი აღარ აღმოჩნდა, მეწარმეს ეძლევა უფლება განმეორებით მოახდინოს თხილის ექსპორტი. გამორჩეული წუნდებული თხილი კი ექვემდებარება განადგურებას.

გვინდა ცალსახად აღვნიშნოთ, რომ არცერთი კილოგრამი დაავადებული თხილი არ ხვდება ქართულ ბაზარზე და არცერთ შემთხვევაში არ არის მისი გამოყენება მწარმოებლის კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

რაც შეეხება ბატონ დავით ჯორბენაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ორი თვეა სახელმწიფო თხილს საქართველოდან გატანის წინ ადგილობრივ ლაბორატორიებში აღარ ამოწმებს. აღნიშნული სწორედაც პირიქითაა, სექტემბრის თვიდან დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საექსპორტო თხილის აფლატოქსინზე კვლევა, იქამდე სახელმწიფოს მიერ ლაბორატორიებში მოწმდებოდა მხოლოდ დაჭრილი და დაფქვილი პროდუქცია და ისინიც მხოლოდ მიწისთხილის შემცველობაზე. 

რა ბედი ელის დაწუნებულ თხილს - ევროკავშირმა ქართული თხილის პარტიები "დაბლოკა"

2018 წელს ევროკავშირმა სულ ქართული თხილის 7 პარტია „დაბლოკა”

ამ ცვლილებების ამოქმედებამდეც მეწარმეთა უმრავლესობა საკუთარ პროდუქციას წარმოების პროცესში, მის ექსპორტამდე თავად ამოწმებდა და დღესაც ამოწმებს აფლატოქსინის შემცველობაზე იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს პროდუქციის უკან დაბრუნების რისკი, რაც თავისხმრივ ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

სექტემბრის თვიდან ასევე ამოქმედდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც გადამამუშაველ საწარმოებს ევალებათ დანერგილი ქონდეთ სულ ცოტა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა იმისთვის, რომ მიეცეთ უფლება პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე.

თხილის გადამამუშავებელი კომპანიების შემთხვევაში HACCP-ის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია აფლატოქსინის გავრცელების კონტროლი გადამუშავების ყველა ეტაპზე, რაც ასევე გულისხმობს საბოლოო პროდუქციაზე ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას.

შესაბამისად, სიცრუეა საკითხის ისე წარმოჩენა თითქოს ევროკავშირის საზღვარზე აფლატოქსინის აღმოჩენის მიზეზი არის ის რომ აღარ ხდება მისი კონტროლი. როგორც მოგახსენეთ, საკითხი პირიქითაა, იმის გარდა, რომ სახელმწიფომ სექტემბრიდან დაიწყო საექსპორტო თხილის შერჩევითი კვლევა აფლატოქსინზე, მეწარმეები თავადაც ვალდებულნი არიან და მათი ინტერესიცაა, რომ გამორიცხონ აფლატოქსინის შემცველი პროდუქციის ექსპორტი და თავიდან აირიდონ პროდუქციის მობრუნების რისკი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g