პორტუგალიის ალგარვეს რეგიონში რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის 10 მილიონი ევროს ღირებულების სახლი დააყადაღეს.
გამოცემის Público-ს ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე ორი კვირით ადრე, შპს Millhouse Views, რომელიც ეკუთვნის აბრამოვიჩის საინვესტიციო ჰოლდინგს, ცდილობდა ამ ქონების გაყიდვას, მაგრამ ამის შესახებ პორტუგალიურმა სახელმწიფო საბანკო კორპორაციამ Caixa Geral de Depósitos პოლიციას შეატყობინა.
პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, ქონების რეგისტრაცია 25 მარტიდან გაყინულია.