LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დააყადაღეს რომან აბრამოვიჩის 10 მილიონიანი სახლი, რომელსაც პორტუგალიაში ფლობს 

90
abramovichh

პორტუგალიის ალგარვეს რეგიონში რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის 10 მილიონი ევროს ღირებულების სახლი დააყადაღეს.

გამოცემის Público-ს ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე ორი კვირით ადრე, შპს Millhouse Views, რომელიც ეკუთვნის აბრამოვიჩის საინვესტიციო ჰოლდინგს, ცდილობდა ამ ქონების გაყიდვას, მაგრამ ამის შესახებ  პორტუგალიურმა სახელმწიფო საბანკო კორპორაციამ Caixa Geral de Depósitos პოლიციას შეატყობინა.

პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, ქონების რეგისტრაცია 25 მარტიდან გაყინულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები