LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დააზუსტეთ ბინიდან არსებული ხედის პერსპექტივა – რეკომენდაციები ბინის მყიდველებისთვის

79

„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის საჭირო კიდევ რამდენიმე ახალ რეკომენდაციას აძლევს. ასოციაციის ცნობით, ბინა სწორად უნდა შეირჩეს, ამისთვის კი რამდენიმე დეტალზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

რაციონალურად შეარჩიეთ ბინის საერთო ფართი – ნუ იყიდით უზომოდ დიდ ბინას, ბინის შერჩევისას გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების რაოდენობა შესახლებიდან 5 წლის განმავლობაში. განსაზღვრეთ მათთვის საკმარისი ოთახების რაოდენობა და, ასევე, ოთახების ფართის მოცულობები.

დააზუსტეთ ბინიდან არსებული ხედის პერსპექტივა მომავალში – გაარკვიეთ, აპირებს თუ არა კომპანია, ან სხვა დეველოპერი სამომავლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას. დარწმუნდით, რომ სამომავლო მშენებლობები არ გამოიწვევს თქვენი ბინიდან ხედის დაკარგვას.

სწორად შეაფასეთ ბინის ბუნებრივი განათების, განიავების, გათბობის შესაძლებლობები.

გაარკვიეთ, გათვალისწინებულია თუ არა წინასწარ, პროექტით, კონდიციონერისა და გათბობის ქვაბის ადგილი. თუ – კი, ეს ნიშნავს, რომ სახლის იერსახე დროთა განმავლობაში არ დამახინჯდება”, – აღნიშნულია რეკომენდაციებში.

შეგახსენებთ, მენაშენეთა წინა რეკომენდაცია სამშენებლო კომპანიის სწორად შერჩევის საკითხებს ეხებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g