LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბადებიდან განშორებულმა დებმა ერთმანეთი პირველად 50 წლის შემდეგ ნახეს

121
Sisters-Karen-Jennifer-053024-de

აშშ-ში ტყუპი დები ერთმანეთს პირველად 50 წლის ასაკში შეხვდნენ. გამოცემა People-ის ინფორმაციით, დებს აქამდე ერთმანეთი არასდროს უნახავთ.

55 წლის კარენ სანდინიმ და 52 წლის ჯენიფერ ჯონსონმა ერთმანეთის არსებობის შესახებ 2024 წლის დასაწყისამდე არაფერი იცოდნენ. ქალები ერთ ოჯახში დაიბადნენ, თუმცა ჯონსონი მალევე გააშვილეს, ხოლო სანდინს მამის მშობლები ზრდიდნენ. „მრავალი წლის განმავლობაში მაინტერესებდა ოჯახის ისტორიის გაგება. ყოველთვის ვეჭვობდი, რომ შესაძლოა ძმა ან და მყოლოდა“, – ამბობს სანდინი.

ერთხელ ქალი ძველ დოკუმენტებს ახარისხებდა და გადაწყვიტა ოჯახის წევრები მოეძებნა. ის დაუკავშირდა კომპანიას, რომელიც გენეალოგიური კვლევებითაა დაკავებული და თითქმის მალევე იპოვა ჯონსონი. გარდა ამისა, მან ნახა ასევე ბიძაც – დედის ალალი ძმა. როგორც გაირკვა, ნათესავების პოვნას თავის მხრივ ისიც ცდილობდა.

26 მაისს დები ერთმანეთს და ბიძას პირველად შეხვდნენ. სანდინი და ჯონსონი ერთმანეთს გარეგნულად ძალიან ჰგვანან და ინტერესებიც საერთო აღმოაჩნდათ. ისინი აპირებენ, რომ ოჯახის სხვა წევრებიც იპოვონ და დიდი იმედი აქვთ, ბიოლოგიური დედის გაცნობის შესაძლებლობაც მიეცემათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები