LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაბადების დღეს კარნეგი ჰოლის სცენაზე აღვნიშნავ, დიდი მადლობა სუხიშვილებს, რომ საოცნებო სცენები ერთად დავიპყარით!“ – რას წერს „სუხიშვილების“ მოცეკვავე ნათია ბაკურაძე ტრიუმფალური კონცერტის შემდეგ

240
ნათია ბაკურაძე

რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებამ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სუხიშვილების“ კიდევ ერთი ტრიუმფალური გამოსვლა იხილა – ანსამბლი მაყურებლის წინაშე „კარნეგი ჰოლის“ ცნობილ სცენაზე წარდგა და ამერიკელი აუდიტორია აღაფრთოვანა.

მედიის ყურადღება მიიპყრო კონცერტის ერთ-ერთმა განსაკუთრებულმა სტუმარმა – ლეგენდარულმა რობერტ დე ნირომ, რომელიც „სუხიშვილების“ კონცერტს მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ვიდეო: რა უთხრა რობერტ დე ნირომ ილიკო და ნინო სუხიშვილებს, „კარნეგი ჰოლში“ მათ კონცერტზე სტუმრობისას: „სწორედ ამიტომ მოვიდა აქ…“

წარმატებული გამოსვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში სამადლობელ სტატუსს აქვეყნებს „სუხიშვილების“ ერთ-ერთი მოცეკვავე, ნათია ბაკურაძე, რომელიც კონცერტის დღეს იუბილარი იყო.

„რაც კი აქამდე მიცეკვია, მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე, ეს ყველაფერი ერთად დაჯამდა და დღეს კარნეგი ჰოლის სცენაზე ვდგავარ.

17 იანვარი, 2026 წ. განსაკუთრებული დღეა..

დაბადების დღეს ნიუ-იორკში აღვნიშნავ, კარნეგი ჰოლის სცენაზე, დიდი მადლობა სუხიშვილებს, რომ საოცნებო სცენები ერთად დავიპყარით! გამიმართლა, რომ მისი ნაწილი ვარ…მუდამ თქვენი ნათია ბაკურაძე!“ – წერს მოცეკვავე ნათია ბაკურაძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „ლეგენდების კონცერტით აღფრთოვანებული ლეგენდა, რობერტ დე ნირო!“ – კადრები სუხიშვილების კონცერტიდან, რომელიც აშშ-ში გაიმართა

ვიდეო: „არის სცენები, რომლებიც უბრალოდ სცენები არ არის, ისინი ისტორიაა“ – რას წერს „სუხიშვილების“ მოცეკვავე

რაც კი აქამდე მიცეკვია, მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე, ეს ყველაფერი ერთად დაჯამდა და დღეს კარნეგი ჰოლის სცენაზე ვდგავარ…

Posted by Natia Bakuradze on კვირა, 18 იანვარი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g