მოლდოვურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FLYONE-მ საქართველოს მიმართულებით რეისების განხორციელება გადაიფიქრა. როგორც სააგენტო AviaNews-სთვის გახდა ცნობილი, FLYONE-მ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კიშინიოვი-ბათუმი-კიშინიოვის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყების გადაწყვეტილება, დაბალი მოთხოვნის გამო შეცვალა.
ავიაკომპანიამ საქართველოში მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულების უფლება 25 მაისს მიიღო და რეისებიც 4 ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში, კვირაში 2 სიხშირით უნდა შეესრულებინა. თუმცა, როგორც „ავიანიუსი“ იუწყება, FLYONE-მ რეისების განახლება ჯერ 25 ივნისამდე გადაავადა, ხოლო შემდგომ სრულად გააუქმა.