LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი უამრავ ფოტოს დებს სოციალურ ქსელში იმიტომ, რომ შენი დასტური სჭირდება, რომ ლამაზია – „გულებით“, „ლაიქებით“, დამინახე „რა კარგი ვარ…“: რაში ვლინდება დაბალი თვითშეფასება, რას ამბობს ფსიქოთერაპევტი ილია ნიკაჭაძე

333
ილია ნიკაჭაძე

რაში ვლინდება და როგორ ამოვიცნოთ დაბალი თვითშეფასება? – საკითხზე ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი, ილია ნიკაჭაძე საუბრობს.

ფსიქოთერაპევტი ამბობს, რომ „დაბალი თვითშეფასება არის მდგომარეობა, როდესაც ფსიქიკას არ სჯერა საკუთარი საკმარისობის და არასაკმარისობის კომპენსირება ხდება „ჰიპერ“ რაღაცების კეთებით“

„დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს აქვთ კომპენსატორული მექანიზმი. ისინი რაღაცებს „ჰიპერ“ აკეთებენ. მაგალითად ბევრ საკუთარ ფოტოს დებს სოციალურ ქსელში და რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ შენი დასტური სჭირდება, რომ ლამაზია – „გულებით“, „ლაიქებით“, კომენტარებით დამანახე „რა კარგი ვარ“.

მაგალითად ადამიანი, რომელიც ბევრს მუშაობს, არ აქვს საკუთარი პიროვნული ღირებულების განცდა. ვერ გრძნობს, რომ ფასეულია და ბევრი შრომის დაფასებით უნდა იგრძნოს საკუთარი ფასეულობა.

ან ასევე ჰიპერმზრუნველი, რომელიც ბევრ ადამიანს უკეთებს სიკეთეს – ეს არის, რომ მე მჭირდება შენგან დასტური, დამარწმუნო, რომ საჭირო ვარ…

დაბალი თვითშეფასება ეს არის მდგომარეობა, როდესაც ფსიქიკას არ სჯერა საკუთარი საკმარისობის და არასაკმარისობის კომპენსირება ხდება „ჰიპერ“ რაღაცების კეთებით…“ – ამბობს ილია ნიკაჭაძე.

ამ ვიდეოზე ერთი ამბავი ატყდა ტიკ-ტოკზე. თქვენ რას ფიქრობთ? რაში ვლინდება დაბალი თვითშეფასება?

Posted by Ilia Nikatchadze on კვირა, 17 აგვისტო, 2025
Dio magti 5g