LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბრუნდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში – “არსებობს ვექტორის გადახრის საშიშროება”

233
მარგველა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი კონგრესმენებისა და სენატორების მწვავე წერილების შემდეგ, არ გამორიცხავს, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდეს. გიორგი მარგველაშვილი  ტელეკომპანია „პირველის” ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუს დროს ამბობს, რომ ამის შანსი, რეალურად სწორედ ამ წერილების შემდეგ გაჩნდა.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ამ წერილებით საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ უთხრეს, რომ „ჩვენთვის მიუღებლები ხართ“.

მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ ფონზე ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილების საფრთხეც არსებობს.

ვექტორის გადახრის საშიშროება არსებობს“, – მიიჩნევს მარგველაშვილი და სწორედ აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ აქტიურ პოლიტიკას დაუბრუნდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები