სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება ემოციური ვიდეოები, სადაც სასულიერო პირი 21 წლის შემდეგ აფხაზეთში ბრუნდება.
“განსაკუთრებული გრძნობა მაქვს ამ კუთხის მიმართ.ძნელია ეს განცდა გადმოსცე. ჩემი ბავშვობა, სიხარული, ლამაზი მოგონებები, სკოლის პერიოდი, ოჯახი, მეზობლები, ნათესავები, იმდენი რამ მაკავშირებს ამ ყველაფერთან, რომ უხილავი ძაფებით კავშირს ვერასოდეს გავწყვიტავ ჩემს ფესვებთან. დღეს მოვიარე მთელი აფხაზეთი: ახალი-ათონი, სოხუმი, ოჩამჩირე, ილორის წმინდა გიორგის ტაძარი. ეს ყველაფერი ავსახე ვიდეო ფირში და გირჩევთ უყუროთ, ბევრმა შეიძლება თავის მონატრებული სახლიც ნახოს. მთელი გზა აჩქარებული გულით ვიარე, ვცდილობდი ის 21 წლიანი მონატრება ამომევსო და ხარბად შევცქეროდი ყველა კუთხე-კუნჭულს. ძნელია ეს სიტყვებით გადმოსცე. ამ ყველაფრის ნახვით დღეს 10 წლის სიცოცხლე მომემატა. აუცილებლად უყურეთ ბოლომდე”,- წერს პოსტის ავტორი.
https://www.facebook.com/cmindatamaristazari.safrangetshi/videos/vb.100000471431030/2822859001073120/?type=2&video_source=user_video_tab
“ადგილი რისთვისაც აქეთ მომიწევს გული.მამაჩემის და ჩემი დის საფლავი”.
https://www.facebook.com/cmindatamaristazari.safrangetshi/videos/2825464954145858/?eid=ARCd0T5y_nE0G7JeqWwaMKCZJgLuPOvj6d4dKdxlfVpa5Gj6sADcOP8f6nm1XJSH5fvVFsKbQgvmz097