ქართველი სპეციალისტი თემურ ქეცბაიას ბერძნული აეკ-ის მთავარი მწვრთნელია. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
ქეცბაიამ ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას ბოლო გუნდი კვიპროსის აპოელ იყო, რომელიც ქართველმა ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დატოვა, ხოლო აპოელ კვიპროსის ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ქეცბაია აეკ-ში 1994-97 წლებში თამაშობდა, სადაც 84 მატჩში 24 გოლი გაიტანა.