LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაცარიელებული დახლები – რა ხდება გუდვილში?

373

ჰიპერმარკეტების ქსელის “გუდვილის” დიღმის ფილიალში დახლები დაცარიელებულია. განახლებითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ჰიპერმარკეტში შესულ მომხმარებლებს ბოდიშს უხდიან.

„ფორტუნა“ იმის გასარკვევად თუ რამ დააცარიელა გუდვილის დახლები და რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ჰიპერმარკეტში, ასევე ხომ არ შეეხო ამ ერთ–ერთ ყველაზე დიდ ქსელს ეკონომიკური კრიზისი გუდვილის დირექტორს ირინა ქოსაშვილს დაუკავშირდა.

 

როგორც მან “ფორტუნას” განუმარტა, ამჟამად ჰიპერმარკეტის საერთაშორისო სტანდარტებზე გადაწყობა მიმდინარეობს ამ პროცესის დასრულება კი აღდგომის დღესასწაულისთვის იგეგმება.

„დაცარიელებული არა – პირიქით, მიმდინარეობს განახლება–რემონტი. კატეგორიები იცვლება. საბურთალო და ვაკე უკვე განახლდა და შეიცვალა. ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს დიდ დიღომში. კეთდება განახლებული დიზაინით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჰიპერმარკეტი“, – განაცხადა ირინა ქოსაშვილმა.

 

სამუშაოების შედეგად, გაიზრდება გასტრონომიული განყოფილება, რომელიც ირინა ქოსოშვილის თქმით, ყველაზე გაყიდვადია.

„იზრდება პრომო–ზონები, ეს იქნება უფრო ოპტიმალური ჰიპერმრკეტი საერთაშორისო სტანდარტებით, გაზრდილი გასტრონომიული და ხილ–ბოსტნის კატეგორიებით, რომლებზეც უფრო მეტი მოთხოვნაა“, – განაცხადა ირინა ქოსაშვილმა “ფორტუნასთან”.

საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი და პირველი ჰიპერმარკეტი “გუდვილი”, რამდენიმე ფილიალითაა წარმოდგენილი, მათ შორის რეგიონებშიც.

გუდვილი–დიღომი დღეს

კომპანია “გუდვილი” 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია – ამას გუდვილის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, თუმცა რამდენად გაუძლებს ერთ–ერთი პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში არსებულ კრიზისს და საკმაოდ დიდ კუნკურენციას ამას ოპტიმიზაციის შემდეგ ვნახავთ.

ერთი რამ ფაქტია, რომ დაცარიელებული მაღაზიები, ლიკვიდაცია და სიტყვა „ქირავდება“ ნაცნობ ადგილებზე სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება.

 

თამთა უთურგაშვილი

magti 5g