LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაცემული ანგელოზი: ჩინელი მოდელი Victoria’s Secret-2017-ზე წაიქცა (ვიდეო)

254

Victoria’s Secret-ის ყოველწლიური შოუს ორგანიზატორები მონაწილეების ჩაცმულობაზე დიდ ხანს ფიქრობენ, თუმცა, დეფილე ინციდენტების გარეშე მაინც არ ტარდება. ბელა ჰადიდს თეთრეული ძვრებოდა, ხოლო 27 წლის ჩინეი მოდელი, მინ სი პოდიუმზე, ჩვენების დროს წაიქცა.

მინ სი ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი აზიელი მოდელია, ის „ვიქტორიას“ ჩვენებებში 2013 წლიდან მონაწილეობს. გოგონა შანხაიში დაიბადა, ამიტომ მისთვის სამშობლოში გამოსვლა დიდი პასუხისმგებლობა იყო.

დეფილეს დროს, ის უბრალოდ ბრწყინავდა, თუმცა, მისი გამოსვლა წარუმატებული გამოდგა. მინ სის ფეხი დაუცურდა და წაიქცა. მოდელებმა, რომლებიც მასთან ახლოს იდგნენ, მას მხარი აპლოდისმენტებით დაუჭირეს.

შოუსთან დაკავშირებული ინციდენტების გახსენებისას, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯიჯი ჰადიდს ვიზა არ მისცეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები