მიხეილ საკააშვილის შიმშილობასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება.
“ეს მითების და ბოროტი ლეგენდების ხელისუფლება ეს.
მიშა ფაფებს ჭამს, კუჭის რეზექციის გამო სხვა საკვები არაფერი შეიძლებაო, დაჭერამდე ხინკალი ძლივს გააგდებინეს ხელიდან. ახალ ნაოპერაციევი ადამიანი არაჟნების მაცივრით არ ჩამოდის ქვეყანაში.
ვითხოვთ მასალას! დაიდოს მასალა როგორ ჭამს. თუ არ დაიდება აღიარებაა რომ იტყუებით.
რაც შეეხება რეზექციას, გაკეთებული აქვს წლების წინ და სხვათაშორის უკმაყოფილო იყო, წონა ვერ დამაკლებინაო”,-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქში.
ის რომ მიირთმევდეს საკვებს, ამ კადრებს ხომ აჩვენებდნენ. მრცხვენია ასეთი სახელმწიფოსი: მაია ასათიანი
ცნობისთვის, საჯარო მმართველობის დოქტორმა, თამთა მეგრელიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის ოპერაცია გაიკეთა და ის არათუ არ ჭამს საკვებს, არამედ ვერ ჭამს.
გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს იღებს.