LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჩოქილმა ნიკოლ კიდმანმა იზაბელ იუპერს ხელზე აკოცა (ფოტო)

185

პარიზის მოდის კვირეული სენსაციური კადრით დაამახსოვრდებათ ჟურნალისტებს. კვირეულის მეორე დღეს გამართულ ჩვენებას ოსკაროსანი ნიკოლ კიდმანი და მსახიობი იზაბელ იუპერი ესწრებოდნენ. Armani Privé-ის ჩვენების დასრულების შემდეგ ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა კადრი, როცა დაჩოქილი ნიკოლ კიდმანი იზაბელ იუპერს ხელზე კოცნის. ამით მსახიობმა იპუერის მიმართ თავის დამოკიდებულება და სიყვარული დააფიქსირა. სწორედ იუპერს უწინასწარმეტყველებენ კრიტიკოსები გამარჯვებას ოსკარზე წლის საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში. წელს ოსკარზე კიდმანიცაა წარდგენილი. მსახიობი ქალის მეორეხარსხოვანი როლის კატეგორიაში იბრძოლებს.

მედია წერს, რომ კიდმანი დიდი ხანია იზაბელ იუპერის შემოქმედების თაყვანისმცემელია. სწორედ იუპერი გახდა წელს „ოქროს გლობუსისა“ და წლის არტისტის ტიტულის მფლობელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g