LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაცულია თუ არა კლინიკებსა და ესთეტიკის ცენტრებში უსაფრთხოება პანდემიის დროს – სილამაზის აკადემია

7
129163227-433614081131951-7204359225933614497-n

გადაცემის ლაივი LIVE

დაცულია თუ არა კლინიკებსა და ესთეტიკის ცენტრებში უსაფრთხოება პანდემიის დროს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა გია გვარამიამ ისაუბრა.

როგორ მიმდინარეობს მუშაობა კლინიკებში პანდემიის პირობებში?

მე შემიძლია ვისაუბრო ჩვენი კლინიკის მაგალითზე. ჩვენს მიერ განსაკუთრებით დაცულია ყველა ის მოთხოვნა, რაც არის გათვალისწინებული ჯანდაცვის სარეკომენდაციო სამსხურების მიერ. ჩვენ ვცდილობთ სულ უფრო ხშირად დავამუშაოთ ადგილები, ვატარებთ დამატებით დეზინფექციას, ვაკონტროლებთ თანამშროლების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ყველა ჩვენი თანამშრომელი ყოველ კვირა გადის ტექსტირებას. ყველა პაციენტს, რომელიც მოდის ოპერაციაზე, 48 საათით ადრე ვუკეთებთ პისიარ ტექსტს, თუ 48 საათი გავა, მაშინ ვაკეთებთ დამატებით ტექსტირებას. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი შემთხვევა უსიმპტომოდ მიმდინარეობის, ასეთ სიტუაციაში თუ პაცინეტს გაუკეთედება ჩარევა, შესაძლოა გართულებები მოყვეს, ამიტომ ჩვენთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უმთავრესი.

ჩვენ ვაფრთხილებთ პაციენტებს, რო, 10 დღით ადრე ოპერაციამდე მოერიდონ სახალო ადგილებს, იყვნენ იზოლაციაში. ვცდილობთ დაცული იყოს როგორც პაციენტის, ასევე პერსონალის უსაფრთხოება.

რაზე ფიქსირდება მოთხოვნა პაციენტების მხრიდან?

ჩვენ ველოდით, რომ ამ პერიოდში პაციენტების ნაკადი დაიკლებდა, თუმცა პაციენტებმა ალბათ სხვა გზა აირჩიეს, ოპერაციები ფაქტობრივად არ შემცირებულა, პირიქით, ჩვენ ვქმნით ხელოვნურ ბარიერს, რომ დღეში ერთ ოპერაციაზე მეტი არ ჩატარდეს, დამუშავდეს ყველაფერი.

აღსანშნავია, რომ თუ ადრე მოთხოვნა იყო ტუჩის მოცულობის გაზრდაზე, ახლა იმატა მოთხოვნამ ინექციებზე, მაგალითად შუბლის, თვალის ირგვლივ მიდამოების დამუშავებაზე.

რა იქნება თქვენი მთავარი რეკომენდაცია პაციენტებისთვის?

პაციენტს სულ ვუხსნით, რომ ჩარევა შეიძლება იყოს გადადებული, თუ მას არ აქვს განსაკუთრებული მოთხოვნილება, რომ ჩარევა განხორციელდეს. გარდა ამისა, ოპერაციამდე მათ არ უნდა იარონ ხალხმრავალ ადგილებში და იყვნენ იზოლაციას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები