LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაცვაა ნაცემი და მოურავი… გამოძიება მიმდინარეობს, დაიჭირეს უკვე, ნიღბები ეკეთათ…“ – ცნობილი ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს

379
გელა ბარკალაია

ცნობილი ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს.

ინფორმაციას ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ნიღბიანები ბიზნესმენის საგურამოში არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ. 

ინფორმაციას ყაჩაღობის შესახებ ადასტურებს გელა ბარკალაიაც.

როგორც „პირველებს” ბიზნესმენი ეუბნება, ის და მისი ოჯახის წევრები შემთხვევის დროს აგარაკზე არ იმყოფებოდნენ. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 2 პირი უკვე დააკავა.

„[საგურამოში] ჩვენი დაჩაა… დაცვაა ნაცემი და მოურავი…

გამოძიება მიმდინარეობს, დაიჭირეს უკვე. [გამოკითხვაზე] არ ვყოფილვარ… 2 ადამიანია დაკავებული, ნიღბები ეკეთათ… ამბობენ იარაღიც ჰქონდათო…“ – ამბობს ბარკალაია ტელეკომპანიასთან.

ტელეკომპანიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g