LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადასტურდა “ჩინური ვირუსის” ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი – არის თუ არა კორონავირუსი მსოფლიოსთვის საშიში

11090
esatwet

ჩინეთში ახალი ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. BBC-ის ინფორმაციით, ჯამში უცნობი ვირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებელი ამ დროისთვის 200-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 3 ადამიანი.ე.წ ჩინური ვირუსი ატიპიურად მიმდინარე კორონა ვირუსის” პათოგენია, რომელიც ჩვეულებრივი შემთხვევებისგან განსხვავებით, პნევმონიით ანუ ფილტვების ანთებით მიმდინარეობს და გარდაცვალების რისკი მაღალია.

დადასტუდა მისი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები. ინფიცირებულთა შორის არის სამედიცინო პერსონალიც.

ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა დედაქალაქ პეკინში, შახაიში და სხვა ქალაქებში. ვირუსი პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჩინეთში უცნობი ვირუსის გავრცელების გამო საგანგებო კომიტეტის სხდომა მოიწვია. საგანგებო კომიტეტმა უნდა განსაზღვროს, არის თუ არა ეს ვირუსი მსოფლიოსთვის საშიში. ამასთან, კომიტეტმა ვირუსთან ბრძოლის რეკომენდაციები უნდა შეიმუშავოს.სხდომა 22 იანვარს გაიმართება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ვრცელდება უცნობი ვირუსი, რომელიც ადამიანებში მანამდე არ აღმოჩენილა

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია-ჩინეთიდან უცნობი ვისური გავრცელდა.

ვირუსების გავრცელების რისკჯგუფს ბავშვები წარმოადგენენ. არსებობს თუ არა, ამ ვირუსის გავრცელების საშიშროება ჩვენს ქვეყანაში – პროგნოზები დამაიმედებელია.

არავითარი საფუძველი, წინასწარ თავზე ნაცრის წაყრის, შეშინების, არიქა მოვიდა ვირუსი ჩინეთიდან, ნამდვილად არ არსებობს,”- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.

ვირუსის გავრცელების გამო, მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე აეროპორტში, სადაც ჩინეთიდან ფრენები  ხორციელდება, მგზავრების თერმულ შემოწმებას ახორციელებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g