LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადასტურდა – ჯასტინ და ჰეილი ბიბერები მშობლები გახდებიან

402
44519

ჯასტინ და ჰეილი ბიბერები პირველ შვილს ელოდებიან. ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურად, თავად ვარსკვლავურმა წყვილმა დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ ჭორები ჰეილის ფეხმძიმობის შესახებ დიდი ხანი დადიოდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით გამოტოვეს მათ წლევანდელი Met Gala.

სასიხარულო ამბის გაზიარების პარალელურად, ქსელში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ მათ ჯვრისწერის ფიცი განაახლეს.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ და ჰეილი ბიბერები 2018 წლის ივლისში დაინიშნენ და იმავე წლის სექტემბერში დაქორწინდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები