LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადებითი შეფასების გარდა ჩვენ არაფერი არ მოგვისმენია, საქართველოს საფინანსო სისტემა სანქციებს შეურთდა 26 თებერვლიდან – გვენეტაძე

76
nbg

საქართველოს საფინანსო სექტორი ფინანსურ სექტორში სანქციებს 26 თებერვლიდან შეუერთდა, – საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა. კობა გვენეტაძის თქმით, საქართველოს აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ დადებითი შეფასებები აქვს.

„საქართველოს საფინანსო სისტემა შეუერთდა ჩვენი მითითების შესაბამისად სანქციებს ფინანსურ სექტორში 26 თებერვლიდან, ეს არის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციები და ფინანსური სისტემა სრულად ითვალისწინებს ამ სანქციებს. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ყველა ამ იურისდიქციის მარეგულირებელთან, გვაქვს პირდაპირი კონტაქტები. უნდა მოგახსენოთ, რომ დღეის ჩათვლით შეიძლება ითქვას, რომ დადებითი შეფასების გარდა, ჩვენ არაფერი არ მოგვისმენია, რადგანაც სისტემა აბსოლუტურად და სრულად ითვალისწინებს იმ სანქციებს, რომელიც გათვალისწინებული არის ამ იურისდიქციების მიერ“, – განაცხადა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g