LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადებითობის მაჩვენებელი 4,06 %, თბილისში 1 364 შემთხვევა დაფიქსირდა

171
კორონავირუსი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 629 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 883 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 746 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 364 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 376 200 -ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,06 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3,67 ხოლო 7 დღის მანძილზე – 4,07%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 423 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 358 227-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 443 პირი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები