LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დადექით მზის შუქზე, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ გივსებთ მზის ოქროსფერი სხივები გულს, თქვით: „მე ვარ სინათლე, მე ვარ ენერგია, მე ვარ წარმატება. ჩემი სინათლე გზას მიკვლევს და სხვებს ათბობს“- რას გვირჩევენ ასტროლოგები

141
Screenshot 2026-02-15 174057

ასტროლოგების ინფორმაციით, 2026 წლის 15 თებერვალი ენერგიულ და მოქმედებით სავსე ასტროლოგიურ ფონს ქმნის. მერწყულის ნიშანში მყოფი მზე კვლავ თავისუფლებისკენ, თვითგამოხატვისა და ინდივიდუალური გზის ძიებისკენ მოგვიწოდებს, ხოლო ვერძში გადასული მთვარე აძლიერებს ინიციატივას, სიმამაცესა და ახალი საქმეების დაწყების სურვილს.

კვირა, რომელიც ასტროლოგიურად მზის დღედ ითვლება, სიცოცხლის ძალასთან, შემოქმედებით ენერგიასა და პიროვნული პოტენციალის გააქტიურებასთან ასოცირდება. სპეციალისტების შეფასებით, დღევანდელი ენერგეტიკა ხელს უწყობს იმ იდეების რეალიზაციას, რომლებიც აქამდე მხოლოდ გეგმების დონეზე არსებობდა. კლებადი მთვარის (28-ე მთვარის დღე) პერიოდი კი ახალი ციკლის დაწყებამდე საბოლოო მზადების ეტაპად მიიჩნევა და სულიერ წონასწორობასთან არის დაკავშირებული.

ასტროლოგები „მზის რიტუალსაც“ გვირჩევენ, რომელიც, მათი თქმით, შინაგანი ენერგიისა და თავდაჯერებულობის გაძლიერებას უწყობს ხელს. რეკომენდაციის მიხედვით, რამდენიმე წუთით უნდა დავდგეთ მზის შუქზე ან ფანჯარასთან, დავხუჭოთ თვალები და წარმოვიდგინოთ, როგორ ავსებს სხეულს მზის ოქროსფერი სხივები. შემდეგ ხმამაღლა ან ჩუმად უნდა გავიმეოროთ აფირმაცია:
„მე ვარ სინათლე, მე ვარ ენერგია, მე ვარ წარმატება. ჩემი სინათლე გზას მიკვლევს და სხვებს ათბობს.“

ასტროლოგიური შეფასებით, დღევანდელი ენერგია განსაკუთრებით ხელსაყრელია აქტიური მოქმედებისთვის, პირადი მიზნების ჩამოყალიბებისა და ახალი კვირის დასაწყებად შინაგანი მოტივაციის გასაძლიერებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g