ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრუკლინ ბექჰემმა მშობლები, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები სოციალურ ქსელებში დაბლოკა. ამის შესახებ კრუზ ბექჰემმა განაცხადა.
„დედაჩემი და მამაჩემი შვილს არასდროს წაშლიან მეგობრებიდან. მათ გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ დაბლოკილები იყვნენ ბრუკლინისგან, მეც ანალოგიურად“, – აცხადებს კრუზი.
ამ ამბების შემდეგ დევიდი პირველად გამოჩნდა. 50 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი მანჩესტერის საკათედრო ტაძარში ჯგუფის, Stone Roses-ის ბასისტის, გარი „მანი“ მუნფილდის დაკრძალვას დაესწრო, რომელიც 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პაპარაცების დანახვისას დევიდი აშკარად დაიძაბა. მას ძალიან დამწუხრებული იერი ჰქონდა.



